ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
ავა ავტ

ავანტურული რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც აღწერილია მთავარი გმირების სახიფათო თავგადასავალი.

ავანტურული რომანის გმირს უხდება სახიფათო მოგზაურობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, რადგან ავანტურული რომანის პერსონაჟები ისეთ მიზნებს ისახავენ, რომელთა შესრულება უაღრესად ძნელი და სახიფათოა.

ავანტურული რომანების საუკეთესო ნიმუშები შექმნეს მაინ რიდმა, ფენიმორ კუპერმა და ა. დიუმამ (მამა).
სინონიმი: სათავგადასავლო
იხ. აგრეთვე: რომანი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9