სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

საყოფაცხოვრებო რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვეულებრივ ადამიანთა კერძო ცხოვრების ასახვას.

საყოფაცხოვრებო რომანების ავტორები მიზნად ისახავენ მკითხველის მორალურ აღზრდას. ძველ საყოფაცხოვრებო რომანებში ხშირად ადგილი აქვს ადამიანის დადებითი მხარეების გაზვიადებულად გამოხატვას. ეს მოვლენა ხელს უშლის სინამდვილის მართებულად გადმოცემას.

საყოფაცხოვრებო რომანებს საფუძველი ჩაეყარა XVIII საუკუნის ინგლისში. მისი შემქმნელია რიჩარდსონი, რომელმაც დაწერა ცნობილი საყოფაცხოვრებო რომანები: „კლარისა”, „პამელა” და „გრანდისონი”.
იხ. აგრეთვე: რომანი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9