მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მხა

მხატვრული ნარკვევი

საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეულ მოვლენათა მხატვრული აღწერა.

მასში გამოგონილის ნაცვლად გარკვეული ფაქტი არის აღწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკვევის ავტორი გვაძლევს არა ფაქტების განზოგადების გზით შექმნილ სურათს, არამედ გვიხატავს რომელიმე ცალკეულ ფაქტს. ნარკვევის სახით მწერალს შეუძლია აგვიწეროს პირველი მატარებლის შესვლა სოხუმში, ცხინვალში, შეუძლია დაგვიხატოს რომელიმე ქარხანა – გიგანტის გახსნა, სარწყავ არხზე მუშაობის მომენტი, ესა თუ ის საინტერესო ეპიზოდი სამამულო ომიდან, დაგვიხატოს რომელიმე საინტერესო პიროვნების ცხოვრების ან მუშაობის რაიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი და სხვ.

განსხვავება ნარკვევსა და მოთხრობას შორის იმაში მდგომარეობს, რომ მოთხრობაში ავტორი ცალკეულ მოვლენათა დამახასიათებელ თვისებებს კრებს ერთს, მის მიერ გამოგონილ ტიპურ სახეში.

ნარკვევის ავტორი კი პირადად არ იგონებს, არამედ თვით ცხოვრებიდან იღებს უშუალოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ მოვლენას. ნარკვევში ავტორის ფანტაზია შეზღუდულია. ცხოვრებიდან აღებული ფაქტი მთავარია ნარკვევის ავტორისათვის. ამით არ იდევნება მხატვრული გამონაგონის ელემენტი. ავტორს შეუძლია დაუმატოს მოცემულ ფაქტს ისეთი მოვლენები, რაც არ ეწინააღმდეგება სინამდვილეს, რაც შესაძლებელია ნარკვევში ასახული ძირითადი მოვლენის არსებობის პირობებში. ნარკვევში მოვლენები და ხასიათები თითქმის უცვლელად არის აღებული ცხოვრების სინამდვილიდან. მიუხედავად ამისა, იგი აძლევს მკითხველს მდიდარ მასალას კონკრეტულ მოვლენათა განზოგადოებისათვის.

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ნარკვევის საუკეთესო ნიმუშია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები” და გ. წერეთლის „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”.
იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მოთხრობა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9