ოდ ომ ოქ
ოდა

ოდა

სახოტბო ლექსი,რომელიც გამოხატავს რომელიმე გამოჩენილი პიროვნების ქება–დიდებას ან აღფრთოვანებას რაიმე შესანიშნავი მოვლენის გამო.

თვით სიტყვა „ოდა” ბერძნულად ნიშნავს სიმღერას. ამ სიტყვაში ბერძნები გულისხმობდნენ ისეთ სახოტბო ლექებს, რომლებსაც მღეროდნენ ღმერთების, გმირების ან რომელიმე დღესასწაულის დროს მოწყობილ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მოქალაქეთა სადიდებლად.

ასეთ ლექსებს სპეციალურ მუსიკალურ ინსტრუმენტზელირაზე ამღერებდნენ. ასეთი ხოტბა – სიმღერიდან წარმოიშვა ლირიკა;

ლირიკული ლექსი თავდაპირველად ნიშნავდა ლირაზე დასამღერებელ ლექსს, ხოლო ისეთ ნაწარმოებს, რომელიც კი არ უნდა დაემღერებინათ, არამედ უნდა წარმოეთქვათ, ეპიკური ეწოდებოდა („ეპოსი” ნიშნავს თქმას, სიტყვას). საბერძნეთის კლასიკურ ლიტერატურაში ოდების შესანიშნავი მწერალი იყო პინდარი (I საუკ, ჩ. წ–მდის). მან დაწერა „გამარჯვებათა მადიდებელი ოდები” („ეპინიკები”), რომლებშიაც იგი ხოტბას ასხამს საბერძნეთის სხვადასხვა ადგილას დღესასწაულებზე გამართულ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს; მოწყობილი შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მეგობრები და მახლობლები ზეიმს უმართავდნენ გამარჯვებულთ. ზეიმის წინ ტაძარში შედიოდნენ და ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. შემდეგ ლხინი იწყებოდა, რომელიც მხიარული ფერხულითა და სიმღერებით თავდებოდა. ფერხულის დროს სიმღერით ამბობდნენ გამარჯვებულის სადიდებლად დაწერილ ხოტბას (ოდას). ამ მიზნით იყო დაწერილი პინდარის ოდებიც.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9