ძვ ძი
ძვე

ძველი ტრაგედია

ანტიკურ ეპოქაში შექმნილი დრამატული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებდა შემდეგი თავისებურებები:

ა)მოქმედი პირები არ მოქმედებდნენ თავიანთი ნების თანახმად.ისინი „ბედის” ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ. ამიტომ მათი დაღუპვა აუცილებელი იყო.

ბ) მოქმედი პირები უმთავრესად მეფეები და გმირები იყვნენ; ისინი განსხვავდებოდნენ როგორც ფიზიკური და ფსიქიკური თავისებური „ზეადამიანობით”, ისე არისტოკრატიული ჩამომავლობით;

გ) ახასიათებდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა(„სამი ერთიანობის” კანონი);

დ) გუნდის მონაწილეობა და კომიკური ელემენტის გამორიცხვა;

მიუხედავად ამ განსხვავებისა, დღევანდლამდე შექმნილ ყველა ტრაგედიისათვის დამახასიათებელი დარჩა ძველი ბერძნული ტრაგედიის ძირითადი თვისება: მაყურებელში უღრმესი თანაგრძნობის აღძვრა დიდი მიზნისათვის მებრძოლი გმირის მიმართ.
იხ. აგრეთვე: ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9