ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
ახა

ახალი ტრაგედია

დრამატული ნაწარმოები შემდეგი მახასიათებლებით:

ა) მთავარი გმირი აღარ წარმოადგენს უბრალო იარაღს ბედის ხელში. მისი დაღუპვა აღარ არის სავალდებულო;

ბ) სავალდებულო აღარ არის გმირის არისტოკრატიული ჩამომავლობა. გმირი შეიძლება იყოს ყოველი მოქალაქე, რომელსაც შესწევს მისი სიცოცხლისათვის სახიფათო და დიდ წინააღმდეგობასთან ბრძოლის უნარი. თანამედროვე ტექნიკა და ადამიანის გონებრივი განვითარება მრავალ მოქალაქეს აძლევს საჭირო შემთხვევაში ტრაგედიის გმირად გახდომის საშუალებას;

გ) აუცილებელი აღარ არის „სამი ერთიანობის” კანონის დაცვა;

დ) მისი შინაარსი გაფართოებულია კომიკური სცენების შეტანის საშუალებით
იხ. აგრეთვე: ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9