მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მოთ მონ მოტ

მოთხრობითი თხზულება

ისეთი პროზა, რომელშიც სინამდვილეში მომხდარი რაიმე ამბავი არის გადმოცემული.

იგი ახლოს არის აღწერასთან და უკანასკნელისაგან განსხვავდება იმით, რომ აღწერაში ჩვენ გვექმნება წარმოდგენა საგნის ან მოვლენის მდგომარეობის შესახებ ერთ გარკვეულ დროს, გარკვეულ პირობებში და უფრო იშვიათად ვხვდებით თვით რაიმე მოვლენის მიმდინარეობის, განვითარების აღწერას; თუმცა, ზოგჯერ, აღწერაში ეს უკანასკნელიც გვხვდება (მაგ.შეგვიძლია აღვწეროთ მანქანის ამუშავების პროცესი).

მოთხრობაში ყურადღება გადატანილია ამა თუ იმ მოვლენის მსვლელობაზე. დასახელებულია მოვლენის მიზეზი, ზემოაღნიშნულის განვითარება და შედეგი. რაიმე ამბავი მოთხრობილია იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება.

მთავარი განსხვავება პროზაულსა და მხატვრულ მოთხრობას შორის შემდეგში მდგომარეობს: პროზაულ მოთხრობაში სავალდებულოა ფაქტების მეცნიერული სიზუსტით გადმოცემა, მხატვრულში კი ავტორს შეუძლია გამოხატოს არა მარტო ის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ე.ი. მხატვრული მოთხრობა, როგორც პოეტური ნაწარმოები, მხატვრულ გამონაგონს იყენებს.

პროზაულში მოვლენა იხატება ზოგადი მსჯელობის სახით, მოთხრობაში კი თვით მოვლენის თვალსაჩინო, ცოცხალი სურათის შექმნის საშუალებით.
მოთხრობითი პროზის სახეებია: ბიოგრაფია, ავტოგრაფია, დღიური, დახასიათება და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9