სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

საორატორო მჭერმეტყველება

პროზის ისეთი დარგი, რომელიც თავის მიზნად ისახავს მსმენელზე ზეგავლენის მოხდენას.

ორატორი თავის მსჯელობას, აზრების დალაგებას და მეტყველების ყოველგვარ სხვა საშუალებას წარმართავს იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს მსმენელში მისთვის სასურველი დასკვნა, გადაწყვეტილება მსჯელობის საგნის შესახებ, წარმართოს მსმენელი ისეთი მოქმედებისაკენ, რასაც თვით ორატორი ისახავს მიზნად და შექმნას მსმენელში ზემოაღნიშნულისათვის შესაფერი განწყობილება.

იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს ორატორი, საორატორო მჭერმეტყველებაში შემდეგი ძირითადი სახეები გვხვდება: სააგიტაციო, სადისკუსიო ან აკადემიური, მისასალმებელი, სამგლოვიარო და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9