სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

სამგლოვიარო მჭერმეტყველება

საორატორო პროზის ისეთი სახე, რომელიც მიზნად ისახავს, მსმენელში გამოიწვიოს მოკრძალება და პატივისცემა იმ ადამიანისადმი, რომელიც უკვე აღარ არის, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების მაგალითით აღაფრთოვანებს მსმენელს, მასში იწვევს მისწრაფებას მაღალი საზოგადოებრივი მიზნების სამსახურისადმი, დიადი ადამიანური მორალის განხორციელებისადმი.

ამ უკანასკნელი თვისების გამო ხშირად სამგლოვიარო სიტყვას საზეიმო – სამგლოვიაროს უწოდებენ. მისი საუკეთესო ნიმუშია სოლომონ ლიონიძის „მოთქმით ტირილი ერეკლე მეორის ცხედართან”.
სინონიმი: საზეიმო–სამგლოვიარო
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9