ტაეპების დაბოლოებათა შემთანხმებელი რითმები.
მაგ:
„ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო,
ორმოში წყალი ჩასულა, დასალპობადაო,
ორმოდან ამოვყარე გასაშრობადაო,
ჩიტი ღობეზე შემოჯდა ასაკენკადაო”–(ხალხური)
„მეგობრებო, წინ-წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული”– (ი. ევდოშვილი).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977