პა პე პი პლ პო პრ
პირ

პირდაპირი ექსპოზიცია

ნაწარმოების დაწყება ექსპოზიციით, როდესაც ავტორი იმთავითვე გვაცნობს მოქმედების დროს, ადგილს, მოქმედ პირებს და სხვ.

პირდაპირი ექსპოზიციის ნიმუშია ლ. ქიაჩელის მოთხრობის „ტარიელ გოლუას” დასაწყისი:

„კვირა დღის ადრიანი დილა იყო. აპრილის პირმცინარი მზე დედამიწას საგაზაფხულო სხივებით გულ–მკერდს უქარგავდა. სოფელ N –ის განაპირას, ერთ პატარა მაღლობზე ახალაშენებული ოდის აივანზე იდგა 65 წლის გლეხი ტარიელ გოლუა და მშვიდი სახით ათვალიერებდა იელით ღობეშემორტყმულ კოხტა ეზოს”.
იხ. აგრეთვე: ექსპოზიცია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9