პა პე პი პლ პო პრ
პრო

პროფესიონალიზმი

სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანთა ჯგუფისათვის. მაგ.

რკინიგზელის ლექსიკა მოიცავს სიტყვებს, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობასთან, რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობასთან არის დაკავშირებული – მუხრუჭი, ლიანდაგი, ბაქანი, ლოკომოტივი, ვაგონი და ა.შ.

პროფესიული ლექსიკური ერთეულები შეიძლება სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს სხვა პროფესიის ადამიანისათვის. გარდა ჩვეულებრივი, ყველასათვის გასაგები სიტყვებისა, ბუნებისმეტყველს, მათემატიკოსს, ლიტერატურის მკვლევარს, ქიმიკოსს – ყველა მათგანს მისი პროფესიის დამახასიათებელი ლექსიკა აქვს.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9