ვა ვუ
ვულ

ვულგარიზმი

ლათ. vulgarus
უხეში სიტყვები და გამოთქმები.

მაგ:

„გამეცა, ვირო, ნუ მეღრიჯები” – (ი. ჭავჭავაძე).

„ – ბიჭოს, მართლა გვადი ყოფილხარ! მოდი აქ, შე პირძაღლო” – (ლ. ქიაჩელი).

სახელწოდება „ვულგარიზმი” წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ბრბოს, ე.ი. გაუწვრთნელს, გაუნათლებელს, გაუზრდელს.
მისი ხმარება სალიტერატურო ენაში გაუმართლებელია.
იხ. აგრეთვე: ევფემიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9