ევ ელ ეპ ექ
ევფ

ევფემიზმი

ისეთი ტროპი, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა პირდაპირი დასახელების ნაცვლად შერბილებულად არის გამოსახული.

ევფემიზმი ვულგარიზმის საწინააღმდეგო ცნებაა.

ჩვეულებრივ ვამბობთ – „დაჯექი”. ამავე აზრის ვულგარული შესატყვისი იქნება – „დაეგდე”, ევფემიზმი კი იქნება – „დაბრძანდით”;
ჩვეულებრივ ვამბობთ – „ჭამე”, ვულგარულად „ხეთქე” და ევფემიზმი იქნება – „მიირთვი”.
იხ. აგრეთვე: ვულგარიზმი, ტროპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9