სა სე სი სო სტ
სილ სიმ სინ სიუ

სინეკდოქე

ბერძნ. თანაგულისხმობა
გამოთქმა, რომელშიც მთელის ნაცვლად დასახელებულია ნაწილი ან ნაწილის ნაცვლად დასახელებულია მთელი.

სინეკდოქეს ნიმუშებია:
„თავი დავკარგე” (იგულისხმება არა მარტო თავის დაკარგვა, არამედ მთელი ორგანიზმის, მთელი სიცოცხლის დაღუპვა).
„აჰა, ივერიის ნუგეშ-დიდება”(უნდა ვიგულისხმოთ საქართველოს ნუგეშ-დიდება)
„ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ”(იგულისხმება ერთ სახლში ვცხოვრობთ).

სინეკდოქურ გამოთქმებში ხშირად მრავლობითის ნაცვლად მხოლობით რიცხვს ხმარობენ:
ქართველო, ხელი ხმალს იკარ”.
დღე გათენდა დიდებისა...” – ამ შემთხვევაში ერთი ქართველის ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ ქართველები.
იხ. აგრეთვე: მეტონიმია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9