ჰე ჰი
ჰიმ ჰიპ

ჰიპერბოლა

საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გამომხატველი ტროპი.

თვით სიტყვაც „ჰიპერბოლა” ბერძნულად გაზვიადებას ნიშნავს.

ნიმუშები:

1.”სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ, ცასა სწვდება რქანი მისნი” (ხალხური).

2.”ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა„.(ხალხური).

3. ”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა და ყლაპს ვუზამ”(ხალხური).

ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები:”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”.
ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტი, გაპიროვნება და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9