კა კე კვ კი კლ კო კუ
კერ

კერძო აღწერა

კერძო აღწერას უწოდებენ ისეთ აღწერას, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ერთ საგანზე, გვიხატავს ერთ მოვლენას.
მაგ. პალიასტომის ტბის აღწერა ე. ნინოშვილის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა”, ან კიდევ რომელიმე მდინარის, ჩანჩქერის, მთის, მწვერვალის, ქალაქის, ციხის ან რაიმე ნაგებობის აღწერა.

მაგ. ქსნის მტკვრის ციხის აღწერა:

„თბილისიდან, ან ბათუმიდან რკინის გზით მიმავალი ქსნის სადგურს რომ მიუახლოვდებით, თქვენს ყურადღებას უნებლიედ იზიდავს ერთი მეტად მშვენივრად ნაგები ციხე, მაღალს მთაზე ბუმბერაზად წარმომდგარი... მას ქსნის – მტკვრის ციხე ეწოდება. ქსნის მტკვრის ციხე მდებარეობს სრული ნახევარი ვერსის მანძილზედ „ქსნის სადგურიდან”. წარწერა, რომელიც დღევანდლამდე კარგად შენახულა ამ ციხის ჩრდილო კედელში ჩატანებულ ქვაზედ, უწოდებს მას „კონსტანტილაბადს” (ე.ი. კონსტანტინეს ქალაქს). წარწერა გაკეთებულია კვადრატულ არშინიან ქვაზედ და ძირიდან ორის სატენის სიმაღლეზეა კლდეში ჩატანებული ციხის ჩრდილოეთის მხრიდან. სიმაღლე ციხისა იქნება 6–7, ხოლო სიგრძე–სიგანე – ათ–ათი საჟენი. აშენებულია ქვითა და აგურითა, ერთი რიგი რომ ქვაა, მეორე რიგი აგურია. შიგნით, ციხის ირგვლივ მრავალი განყოფილებანია. როგორც ეტყობა საცხოვრებელი ოთახები ყოფილა, ბუხრებით, სარდაფებით და სხვ. შუაში კი პატარა ეზოა ბალახით მოსილი.
ციხე ჯერაც კარგად არის შენახული და მხოლოდ დასავლეთის მხრის კედელი აქვს ჩამოქცეული, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ ნიაღვარს ჩამოურეცხია ამ მხრიდან მთის გვერდობი, ციხეს საძირკველი გამოსთხრია და კედელიც იმიტომ ჩამონგრეულა, – ციხე აგებულია სარკინეთის მთის დასავლეთ კენწეროზე, საიდანაც მშვენივრად მოჩანს მტკვრისა და ქსნის ხეობები ჭალებითა და სოფლებით: მუხრანი, აღაიანი, ქსოვრისი და ოკამი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, ნადირაანთ კარი, ძეგვი და სხვ.”
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9