სცენიურ
პრაქტიკაში მონოლოგს უწოდებენ იმ სიტყვას, რომელიც საკმაოდ ვრცლად წარმოითქმება აზრის განვითარების მიზნით ერთი პიროვნების მიერ, მიუხედავად იმისა, ესწრებიან თუ არა სხვა
პერსონაჟები მონოლოგის მთქმელს, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, თუ ვისკენ არის მონოლოგური სიტყვა მიმართული; სცენაზე მოქმედ პირთა ლაპარაკი უმთავრესად დიალოგური ფორმით მიმდინარეობს.