მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მით მიმ მის

მიმიკა

აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვას სხეულის კუნთების მოძრაობის საშუალებით, მიმიკა ეწოდება.

მსახიობის თამაშს, ლაპარაკთან ერთად, მოქმედებაც ახასიათებს. მსახიობის მოქმედება წარმოებს სხეულის სხვადასხვა ნაწილის საშუალებით. მსახიობის მოქმედება და ლაპარაკი კი ერთმანეთთან არის შეხამებული. ამასთან, იმისდა მიხედვით, თუ რა შთაბეჭდილების გამოსახვა სურს მსახიობს, იგი იყენებს სახის კუნთების შესაფერ მოძრაობას. მსახიობი აზრს და შთაბეჭდილებას გამოხატავს თავის, ხელის, ფეხისა და მთელი სხეულის მოძრაობის საშუალებით. აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვის ასეთ ხერხს მიმიკური მოძრაობა ეწოდება.
მსახიობის თამაში, სახვითი ხასიათის მოძრაობასთან ერთად, თვალწინ წარმოგვიდგენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. სცენაზე იგი სვამს, ჭამს, ცეკვავს, იბრძვის, ეჭვიანობს და სხვ.
იხ. აგრეთვე: დრამა, რემარკები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9