წინადადების თავისებური აგებულება აზრის მხატვრულად გამოსახვის მიზნით.
მწერალი ამა თუ იმ
ლიტერატურული ენის კანონებს ემორჩილება, უმეტეს შემთხვევაში ლიტერატურული ენის კანონების შესაბამისად აგებს ფრაზებს, მაგრამ ზოგჯერ მწერალი დგება
სინტაქსური ნორმების დარღვევის აუცილებლობის წინაშე.
მაგ:
„ატირდა ხარი ნიკორა მარგალიტისა ცრემლითა” აღნიშნულ წინადადებაში, სინტაქსური ნორმების გათვალისწინების შემთხვევაში, სიტყვები ასე უნდა იყოს დალაგებული –
„ხარი ნიკორა მარგალიტის ცრემლით ატირდა”. თავში უნდა იყოს ქვემდებარე, ბოლოს შემასმენელი, მაგრამ, თუ შევადარებთ ორივე მაგალითისაგან ცალ–ცალკე მიღებულ შთაბეჭდილებას, მივხვდებით, რომ მეორე ნიმუშისაგან მიღებული შთაბეჭდილება ახლოსაც ვერ მივა იმ შთაბეჭდილებასთან, რასაც ჩვენში პირველი მაგალითი აღძრავს. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველ მაგალითში პირველ ადგილზე არის სიტყვა
„ატირდა”, რის გამოც ამ სიტყვაზე მოდის
ლოგიკური მახვილი და მკითხველშიც მსგავს შთაბეჭდილებას იწვევს. მეორე მაგალითში არ ჩანს აღშფოთება.
ავტორი თითქოს დინჯად, აუღელვებლად მოგვითხრობს ნიკორას ატირების შესახებ და, შესაბამისად, მკითხველშიც სუსტ შთაბეჭდილებას იწვევს.
მაშასადამე, ამ მაგალითში საქმე გვაქვს პოეტური სინტაქსის გამოყენების ვარიანტთან.