რა რე რი რკ რო
რით რიტ

რიტორული მიმართვა

მიმართვა იმ საგნისადმი, ან პირისადმი, რომელსაც გამოხმაურება არ შეუძლია ან რომლის გამოხმაურებაც არ არის სავალდებულო. ასეთია მიმართვა ბუნებისადმი, განყენებული საგნისადმი, მკითხველისადმი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და სხვ. ნიმუშები:

1. „ზეციურნო ძალნო ... საღრმთო სტუმარი – მეფე ერეკლე გესტუმრათ” (ს. ლეონიძე)

2. „თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი!” (ი. ჭავჭავაძე)

3. „მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული”. (ი. ევდოშვილი)

4. „გადი – გამოდი გუთანო,
ღირღიტავ,
ბანი უთხარო,
სახნის–საკვეთო, გაუსვი,
რომ კაჭკაჭს ძირი უთხარო,
ნიშავ, ნიკორას გაუწი,
მაგას მოაბი მხარია,
მეხრევ, გაუკარ შვინდასა,
ცოტა ზარმაცი ხარია” (რაფ. ერისთავი)
იხ. აგრეთვე: ფიგურები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9