გა გმ გრ
გავ გამ გაპ გაჩ

გაჩუმება

ფიგურა, რომელშიც სათქმელი დამთავრებული არ არის.

შეწყვეტას ის მოვლენა იწვევს, რომ მღელვარების დროს ჩვენ შედარებით სწრაფად ვაზროვნებთ და, სიჩქარის გამო, ვერ ვასწრებთ ფრაზებისა და წინადადებების დამთავრებას. მთელი წინადადების ნაცვლად ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ისეთ სიტყვებს, ან ვწყვეტთ წინადადებას ისეთი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, რომელსაც აზრის გამოსათქმელად მთავარი მნიშვნელობა აქვს.

ნიმუშები:

1. „წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი ... და მშვიდობით” (აკაკი):

2.„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს რაღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზე ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა და თერგდალეულები არიან. მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ, იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან“ (ილია):

3.„– სად ცხოვრობს მამიდათქვენი?!– შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.
– ქვედურეთში. – ქვედურეთში?!– გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.
– ჰო... რამ გაგაკვირვათ? ა?
„იმე... ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...
– ვინ გითხრა?– გააწყვეტინა სიტყვა არისტომ– ვინ?
– არა.. ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა“... (დ. კლდიაშვილი).
სინონიმი: შეწყვეტა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9