ევ ელ ეპ ექ
ელე ელი

ელიპსისი

აზრის მოკლედ გამოთქმა სიტყვების გამოტოვების საშუალებით.

„ელიპსისი” ბერძნულად გამოტოვებას ნიშნავს.

„ცხენი – აღმართში”(ხალხური). ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოდგება“. მის ნაცვლად ხაზია გასმული (-).
ნიმუშები:
„თოფი – მეთოფეს, მეთოფე – სოფელს” (ხალხური) .
ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოადგება”. უნდა ყოფილიყო: თოფი გამოადგება მეთოფეს, მეთოფე გამოადგება სოფელს.

„კაცს ერთი ხარი ჰყავდა – წიქარა” (ქართული ხალხური ზღაპარი)
გამოტოვებულია: სახელად ერქვა.

ელიპსისი იმით განსხვავდება შეწყვეტისაგან, რომ მისი მეშვეობით გამოტოვებული აზრის მიხვედრა უფრო ადვილია.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9