გა გმ გრ
გავ გამ გაპ გაჩ

გამეორება

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიც ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.

ამ ხერხით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება იმ ცნებაზე, რასაც გამეორებული სიტყვა ან წინადადება გამოხატავს.

გამეორების ნიმუშები:

არ გავცვლი სალსა კლდეებსა,
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” (რ. ერისთავი)

„გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა” (გ. ტაბიძე)

„როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?” (ი. ჭავჭავაძე)

ქვევით მოყვანილ მაგალითში გამეორება ორ დანიშნულებას ემსახურება: იგი აზრსაც აძლიერებს და ლექსის ცალკეულ ეპიზოდებსაც აკავშირებს:

„კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
ყელმოღერებულ იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა–ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა,
კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიოდეს:
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ყიოდეს,
მეც მას ბანს ვეუბნეოდე,
გული აღარა მტკიოდეს!
კიდევაც ვნახავ, – უხვადა
ვარდნი, იანი, ყვაოდნენ,
ნაცარ–მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზღვაობდნენ:
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდნენ,
ჩვენი სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხაოდნენ!” (ვაჟა–ფშაველა)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9