გა გმ გრ
გრა

გრადაცია

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც გამოყენებულია გამოსახატავი ცნების მნიშვნელობის გამაძლიერებელი სიტყვები.

ძველი საბერძნეთის განთქმული ორატორი დემოსთენე თავის სიტყვაში „გვირგვინის შესახებ” ასეთ გრადაციას მიმართავს: „ეს მე თქვენთვის ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ მითქვამს”.

გრადაციის ნიმუშებია:
„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი” (ნ. ბარათაშვილი).

„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის, წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა (ი. ჭავჭავაძე).
სინონიმი: გაძლიერება
იხ. აგრეთვე: პოეტური სინტაქსი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9