პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც დაპირისპირებულია ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნებები და სახეები.
დაპირისპირების საშუალებით მოვლენა უფრო თვალსაჩინო და საგრძნობი ხდება.
ანტითეზისის ნიმუშები:
ა)სწავლა
სინათლეა, უსწავლელობა –
სიბნელე.”
ბ)„
თეთრი კბილი–
შავი გული”– სინათლე დაპირისპირებულია სიბნელესთან, თეთრი შავთან.
გ)„
პატარა წვიმა მოვიდა
დიდი მინდორი დანამა”–(ხალხური).
დ)„
ბრინჯი ვიყავ,
ქერობა რად მინდოდა?
მტრედი ვიყავ,
მწყერობა რად მინდოდა”–(საიათნოვა).
ე) „ენა
ტკბილი, ენა
მწარე, ენა
მოკლე, ენა
გრძელი (ხალხური).
გამოსახვის გაძლიერების მიზნით უფრო ხშირად მიმართავენ ანტითეზისის შემდეგ სახეებს:
1.
მოწინააღმდეგე ცნებების ან სახეების უბრალო დაპირისპირება:
„
თეთრი კბილი –
შავი გული”(დაპირისპირება საფუძვლად უდევს ფერი);
კატა და
ლომი,
ბუზი და
აქლემი (დაპირისპირებას საფუძვლად უდევს საგანთა სიდიდე ან მოცულობა);
ყვავი და
ბულბული(დაპირისპირებას საფუძვლად უდევს მათი ხმის ხარისხი);
ბატონი და
ყმა(საფუძვლად უდევს სოციალური მდგომარეობა).
2.
ანტითეზისური სახეების ან ცნებების ერთ საგანში გაერთიანება:
„ხან
უგნური ვარ, ხან
ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა,
გარემოების საყვირი
არც
მიწისა ვარ, არც
ცისა”–(აკაკი).
ანტითეზისის საშუალებით მწერალი ხშირად აღწევს მკითხველში ძლიერი შთაბეჭდილების აღძვრას. ქვემოთ მოყვანილ
ციტატში ილია ჭავჭავაძე ანდაზის გამოყენებით ამტკიცებს, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჰყავდა დამტირებელი, მაგრამ ეს მსჯელობა გამოყენებულია საწინააღმდეგო აზრის უფრო
ეფექტურად გამოხატვის მიზნით. შემდეგ
ავტორი ისეთ სურთს გვიხატავს, რომლითაც გვიდასტურებს, რომ ოთარაანთ ქვრივს ჰყავდა დამტირებელი – უფაქიზესი გრძნობის მოყვარული ადამიანი – სოსოია მეწისქვილე:
„ბევრს ეცოდებოდა ეგრეთ გათავებული ოთარაანთ ქვრივი. დამტირებელი კი არავინ იყო. ძნელია ეგრეთ წასვლა სააქაოდან, მაგრამ რა? ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო, იტყვიან ხოლმე გლეხები. განა მართალი არ არის.
– არა, – ზოგჯერ მართალი არ არის. აქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი!.. ეს იყო სოსია მეწისქვილე. თითქმის ოც–დაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ, ის დღეა და ის დღე, სხვა არავინ უნდომნია, გული არავისზე მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა თურმე გუნებაში მისმა შერთვამ, მაგრამ თავის გულში სთქვა:
– მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადა არ ვეკადრებოდი... ვეღარ შევბედავ, ვეღარა!... სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისაგან. სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ , იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითინებდა ჩუმად”.