-

ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქობ ქოთ ქოლ ქონ ქორ ქოს ქოუ ქოქ ქოჩ

ქორონიკონი, ქრონიკონი

წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც ხუთას ოცდათორმეტწლიან (532) მოქცევაზე ანუ ციკლზეა დამყარებული. ჩვენი წინაპრების ანგარიშით ქვეყნის გაჩენიდან 780 წლამდე (ჩათვლით) გასულა 12 მოქცევა (532X12=6384, ე. ი. ქვე ყნის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე გასული ყოფილა 5604 წელი: 6384– –780=5604); 781 წელს დაიწყო მეცამეტე მოქცევა, რომელიც დასრულდა 1312 წელს (780+532=1312). მეთოთხმეტე მოქცევა დაიწყო 1313 წელს, ხოლო დასრულდა 1844 წელს (1312+532=1844). 1949 წელი იყო 105 ქორონიკონი მეთხუთმეტე მოქცევისა. 1958 წელი იყო 114 ქრონიკონი მეთხუთმეტე მოქცევისა (1958 – 1844=114). პარხლის ოთხთავს, რომელიც გადაწერილია იოვანე ბერას მიერ, ასეთი ცნობა აქვს დაცული: დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზ, ქრონიკონი იყო მეცამეტედ ქცეული რჟგ. ორივე თარიღი იძლევა 973 წელს (780+193=973; 5677– –5604=973) (ივანე იმნაიშვილი)
იხ. აგრეთვე: ქრონიკონი
წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9