A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლი

კლასი

სოციოლ.
ლათ. classis – თანრიგი
1. "კლასები ეწოდება ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებიც განსხვავდებიან მათი ადგილით საზოგადოებრივი წარმოების ისტორიულად განსაზღვრულ სისტემაში, მათი (უმეტეს ნაწილად კანონებში განმტკიცებული და გაფორმებული) დამოკიდებულებით წარმოების საშუალებებისადმი, მათი როლით შრომის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და, მაშასადამე, საზოგადოებრივი სიმდიდრის იმ წილის მიღების წესებითა და მოცულობით, რომელიც მათ განკარგულებაშია" (ლენინი). მაგ., მუშათა კ.; კლასთა ბრძოლა.
2.ლოგ. ერთგვარ საგანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვს გარკვეული თვისება, თვისებრიობა, მიმართება.
3.ბიოლ. მცენარეთა ან ცხოველთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი მსხვილი ერთეული. მაგ., ძუძუმწოვართა კ.
4. დაწყებით და საშუალო სკოლაში: იმ მოსწავლეთა ჯგუფი, რომლებიც ერთად, ერთი პროგრამით სწავლობენ; სკოლის ოთახი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს.
5. კონსერვატორიაში, სამხატვრო სასწავლებელში: მოსწავლეთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს მიმაგრებული პედაგოგი ან რომელიც სწავლობს გარკვეულ საგანს. მაგ., ფორტეპიანოს კ.; ფერწერის კ.
6. რისამე ხარისხი, დონე. მაგ., თამაშის კ. (ფეხბურთში და მისთ.).
7. მომზადების დონე; კვალიფიკაცია. მაგ., პირველი კლასის შოფერი; მაღალი კლასის ფეხბურთელი.
8. მატარებლის ვაგონის ან გემის კაიუტის ტიპი, განსხვავებული მოწყობილობისა და ფასის მიხედვით.
9. გემის ტექნიკური თანრიგი მისი კორპუსის კონსტრუქციისა და მექანიზმების, მოწყობილობის მიხედვით.
10.არითმ რიცხვის სამი მეზობელი თანრიგის ერთობლიობა. მაგ., პირველ კლასს შეადგენენ ერთეულები, ათეულები და ასეულები.
11. საბავშ. თამაშ. - მიწაზე გარკვეული წესით დახაზულ უჯრედებში ასკინკილა დახტიან და სალას აცურებენ; თვით ეს დახატული უჯრედები.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9