A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პერიოდული

ფრანგ.
რაც გარკვეული პერიოდის, გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ან მეორდება. მაგ., პერიოდული წვიმები. პერიოდული გამოცემა - გაზეთი, ჟურნალი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოდის. პერიოდული ათწილადი - (მათემ.). ათწილადი, რომელშიც უსასრულოდ მეორდება რაიმე ციფრი ან ციფრების ჯგუფი. (ელემენტთა) პერიოდული სისტემა - ქიმიურ ელემენტთა კლასიფიკაცია, რომელიც შექმნა დ. მენდელეევმა (1834-1907 წწ.); ემყარება კანონს, რომლის მიხედვითაც ქიმიურ ელემენტთა თვისებები მათ რიგით ნომრებზეა დამოკიდებული.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9