![]() |
![]() | |
ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში. იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ალიტერაცია ქმნის ლექსის კეთილხმოვნებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკური თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას. თითქმის ყველა პოეტი მეტ-ნაკლებად იყენებს ალიტერაციას. ალიტერაციის ოსტატური გამოყენებით ძალიან ხშირად წარმტაცი მუსიკალობაა მიღწეული.
აი მაგალითებიც:
1. გველნი გაშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა.
შ. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)2. ქალწულ ყვავილს ქალწულ ბაღში ქალწულივე ქალი რგავდა.
(ი. გრი შ ა შ ვ ი ლ ი)ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური, როცა მას ახლავს ამსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.
ალიტერაციულ ლექსში ხშირად რიტმის საყრდენია ტაეპთა საწყისი სიტყვები, რომლებიც ალიტერაციულადაა გამართული. ალიტერაციული ლექსთწყობა მიღებულია საერთოდ. იგი უყვარს ქართულ ხალხურ პოეზიასაც.
ალიტერაციული ლექსის ბრწყინვალე ნიმუშია ალ. აბაშელის ლექსი „განთიადის მოლოდინში“, რომელიც ოთხტაეპოვანი ექვსი სტროფისაგან შედგება:
2. უჩვევ უკუნს ულმობელად
წარბ-წამწამი წაექუშა3. ფრთოსან ფიქრთა ფეიქარი
ქნარზე ქროლვით ქეჯანს ქსოვდა,აბაშელის პოეზია ალიტერაციის შესანიშნავი ნიმუშების შემცველია. ასევე საინტერესოა გალაკტიონის სტროფი:
ქარი და წვიმის წვეთები ხშირიპოეზიაში ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვის დიდი ოსტატები ვირტუოზულად წარმოგვიდგენენ თანხმოვანი და ხმოვანი ბგერების. ერთობლივ შეწყობას, გამეორებას, რაც ქმნის მაღალ პოეტურობას, მაღალ მუსიკალურ ჟღერადობას ლექსით მეტყველებაში. ასე მაგალითად:
1. კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკევი
(. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)
არის შემთხვევა, როცა ლექსის ალიტერაციულობა ერთი თანხმოვანი ბგერის გამეორებაზეა აგებული, მაგრამ გასდევს მთელ ტაეპს, მაგალითად:
ალიტერაცია შეიძლება პროზაულიც. თანხმოვანი ბგერების კანონზომიერი გამეორება, რომლებიც მუსიკალურ ჟღერადობას გადმოსცემენ, პროზაშიც ალიტერაციულ ხასიათს ღებულობენ: ალიტერაცია რიტმული პროზის ძირითად კომპონენტად გვევლინება
ალიტერაციულობის თვალსაზრისით საყურადღებოა: ვ. ბარნოვის, შ. დადიანის, კ. გამსახურდიასა და სხვათა თხზულებანი. ამ შემთხვევაში, მივუთითებთ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზე“:
![]() | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |