A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ექ­ ექა ექე ექი ექს

ექსტრემიზმი

ლათ. extremus – უკიდურესი
პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ე. პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწვად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ე-ის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ე-ის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე (მისი ყველაზე ტიპიური ნიმუშია იტალიური და გერმანული „წითელი ბრიგადები“), ასევე მემარჯვენე (უწინარეს ყოვლისა, ნეოფაშისტური ორგანიზაციები) ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ე., რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9