A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაე ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაუ

ჰარმონია

  1. ბერძნ. harmonia – თანაზომიერება
    1. მთელის ნაწილების სწორი შეხამება; შეთანხმებულობა, თანაზომიერება.
    2. (მუს.). ტონების კანონზომიერი შეხამება ერთდროული ბგერადობის დროს.
    3. მუსიკის თეორიის ნაწილი - მოძღვრება კომპოზიციაში თანაბგერადობის სწორი აგების შესახებ.
    4. ერთსულოვნება.
    წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
  2. ბერძნ. harmonie – სიმწყობრე, თანაზომიერება, თანახმოვანება
    1. თეორიული მოძღვრება აკორდებისა და ტონალობების თანამიმდევრობათა კანონზომიერების შესახებ.
    2. მუსიკალური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველი საშუალება, რომლის დროსაც ხდება ბგერების კანონზომიერი შეერთება მელოდიურ განვითარებასთან შეფარდებით. ჰ. მჭიდროდაა დაკავშირებული მელოდიასთან (მათი შეთავსების ყველაზე უბრალო მაგალითია სიმღერა აკომპანემენტით), ტონალობასთან, მის იდეურ-ემოციერ შინაარსთან. სასწავლო პრაქტიკაში ჰ. იყოფა ორ ნაწილად ე.წ. პირველი ჰ. (მოდულაციამდე) და მეორე ჰ. (მოდულაცია და მელოდიური ფიგურაცია)
    წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9