A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რეჩ

რელიგია

ლათ. religio - ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“
იტალ. Religione
აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც ბიბლიას ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე.
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9