A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ევა ევთ ევი ევმ ევო ევრ ევს ევფ ევქ

ევთანაზია

ინგლ. Euthanasia
ბერძნ. ,,eu” – კარგად და ,,tha’natos” – სიკვდილი
პირველად 70-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარებას, ანუ მის მოკვდინებას, მისივე თხოვნით, გარკვეული ქმედებებით ან უმოქმედობით, მათ შორის სიცოცხლის შენარჩუნების ხელოვნური ზომების შეწყვეტით. ევთანაზიის სამ სახეს არჩევენ:
1. აქტიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, პაციენტისათვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანა ან სხვა ქმედება.
2. პასიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტა.
3. თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით (assisted suicide) – ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
წყარო: თავისუფლება № 7 (19)ივლისის, - [თავისუფლების ინსტიტუტი],- 2003 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9