ლათ. aspectus – შეხედულება, სახე. 1. წიგნ. ასეთი ან ისეთი შეხედულება, თვალსაზრისი, რომლითაც განიხილავენ საგნებს, მოვლენებს და სხვ. 2. ლინგვ. გრამატიკული კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს - ზმნით წარმოდგენილი მოქმედება დასრულებულია თუ დაუსრულებელი. მაგ., "ხატა" (უსრული ასპექტი) – "დახატა" (სრული ასპექტი).
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]