ინგლ. dominateგერმ. doinierenფრანგ. dominerლათ. dominari – ბატონობა, მბრძანებლობა. 1. მბრძანებლობა, გაბატონება;
2. სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარზე გაყიდული საქონლის მოცულობის მაჩვენებლის მიხედვით ლიდერი რამდენჯერმე აღემატება უახლოეს კონკურენტს ან როცა ლიდერს კონკურენტთან შედარებით აქვს გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯები და შესაბამისად უფრო მაღალი რენტაბელობა. მსოფლიო პრაქტიკაში დომინირებად ითვლება, სიტუაცია, როცა გაყიდვების მოცულობა ოთხმაგად გადააჭარბებს უახლოესი კონკურენტის ანალოგიურ მაჩვენებელს.
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]