A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფედ ფეი ფემ ფენ ფეო ფერ ფეტ ფეშ ფეჩ

ფემინიზმი

ფრანგ. féminisme
ლათ. femina – ქალი
პოლიტიკური მოძრაობა და დოქტრინა, რომელიც ჩაისახა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების დაცვას. არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: რადიკალური, ლიბერალური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ–სოციალისტური და სხვა. მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა სქესთა შორის არსებული უთანასწორობასა და ამ დისკრიმინაციის გამომწვევი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების ირგვლივ. ფემინიზმის ისტორიაში, მკვეთრად გამოხატულია პირველი და მეორე ტალღა (მესამე ტალღის რაობისა და არსებობის შესახებ ფემინისტთა წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პირველი ტალღის ფემინისტები, რომლებმაც თვალსაჩინო აქტივობა XIX საუკუნეში დაიწყეს (თუმცა XVIII საუკუნეშიც არსებობდა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მომენტები) თავიანთ ამოცანად ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების ანუ არჩევნებში (აქტიური და პასიური) მონაწილეობის უფლების მოპოვებას ისახავდნენ. ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ქალების ჩართვა აუცილებელი იყო კანონშემოქმედებით პროცესებში – მათ ეს ქალთა ემანსიპაციის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდათ. მართალია ისტორიამ დაგვანახა, რომ პოლიტიკური უფლებების მოპოვება არ აღმოჩნდა საკმარისი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, მაინც, პირველი ტალღის ფემინისტთა საქმიანობა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ქვაკუთხედია. ფემინისტთა პირველ ტალღას, რომელიც XX საუკუნის ოციან წლებში დასრულდა, მოჰყვა მეორე, რომლის დასაწყისად ზოგიერთი მკვლევარი 1949 წელს მიიჩნევს, ანუ წელს როდესაც ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნე ქალმა სიმონ დე ბოვუარმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „მეორე სქესი“. მკველვართა სხვა ნაწილი არ ეთანხმება ამ თარიღს იმ მოსაზრებით, რომ თავად სიმონ დე ბოვუარი არ მიიჩნევდა თავის ნაშრომს ფემინისტთა მეორე ტალღის აგორების სათავედ და ამ არგუმენტს ამყარებენ იმით, რომ მეორე ტალღის ფემინისტთა აქტივობა სამოციანი წლების დასაწყისიდან გახდა თვალსაჩინო. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა წიგნის დაწერიდან 27 წლის შემდეგ სიმონ დე ბოვუარის ჟურნალისტ ჯონ გერასისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც 1976 წელს ჟურნალ „სოსიათის“ (Society) იანვარ-თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. ფემინისტთა მეორე ტალღა, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში გამოირჩეოდა რადიკალიზმით. ფემინისტები ცდილობდნენ რევოლუციური იდეების აგიტაციითა და ზოგადად რევოლუციის გზით დაემხოთ პატრიარქალური საზოგადოება, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ მამაკაცებს აძლევდა ხელს და ქალებს იმონებდა. ქალთა დისკრიმინაცია უნივერსალურია! - ამბობდნენ მეორე ტალღის დასაწყისის ფემინისტები. მეორე ტალღისთვის დამახასიატებელია აზრთა რადიკლური სხვაობა თვითონ ფემინისტებს შორის, განსაკუთრებით ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში. მოსაზრებები განსხვავდებოდა ასევე დასავლურ და აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ქალთა ჯგუფებს შორის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფემინისტები ერთიანდებიან ქალთა უფლებებისა და ზოგადად საზოგადოებაში მათი მგდომარეობის გაანალიზებისა და გაუმჯობესების ირგვლივ. თუმცაღა, მეორე ტალღის პოსტმოდერნისტმა ფემინისტებმა წამოჭრეს ქალებისა და ქალთა პრობლემების უნიფიცირების, გაერთიანების პრობლემურობის საკითხი. ვინაიდან ქალები როგორც ინტერესთა ჯგუფი დივერსიფიცირებულია ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი ე.ი. სოციალურ-კულტურული მახასიათებლების მიხევდით. მგვარად, მნიშვნელოვანია ქალთა შორის განსხვავებების დანახვა და ასე ბრძოლა ფემინიზმის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
წყარო: წყარო: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9