A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტექ ტეხ

ტესტი

  1. ინგლ. test – გამოცდა, გამოკვლევა.
    1. ფსიქ. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდისპირს მისი გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და პიროვნების სხვა მხარეების გამოსავლენად.
    2. ანკეტა (კითხვარი), რომელსაც ავრცელებენ როგორც მასალას კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მიზნებისათვის.
    3. გამომთვლელ ტექნიკაში: ამოცანა ამოხსნითურთ; იყენებენ ციფრული გამომთვლელი მანქანის მუშაობის სისწორის შესამოწმებლად.
    წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
  2. სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც იქმნება მოსწავლის განვითარების მოცემულ ეტაპზე ცოდნის და უნარ-ჩვევების გასაზომად ანუ შესაფასებლად. ტესტი შესაძლოა ეფუძნებოდეს ნორმას ან რაიმე კრიტერიუმს, იყოს სტანდარტიზებული ან საგნის მასწავლებლების მიერ შექმნილი. ტესტის შეკითხვები ძირითადად სამი ტიპისაა: მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვები, როდესაც ტესტი შეიცავს კითხვას, რომელსაც მოსდევს რამდენიმე პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია სწორი; შეკითხვები, რომელზეც მოსწავლემ უნდა დაწეროს პასუხი და მცდარი და ჭეშმარიტი პასუხების შეკითხვები. ოფიციალური საგამოცდო ტესტები (მაგ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის) იქმნება ხანგრძლივი პროცესის შედეგად. კერძოდ, საგნობრივი საგამოცდო ტესტების შემუშავება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: (1) საგნის სპეციალისტები შეიმუშავებენ ტესტის კითხვების ბაზას და შეფასების შესაბამის სქემას, (2) სქემა გამოიცდება რამდენიმე წინასწარ შერჩეულ სკოლაში, (3) ტესტის კითხვები გასწორდება და დაიხვეწება მოსწავლეთა ნამუშევრების და მასწავლებელთა შენიშვნების მიხედვით, (4) კითხვები ხელახლა გამოიცდება მოსწავლეთა უფრო დიდ რაოდენობაზე, (5) ჩატარდება ამ კითხვათა ფსიქომეტრული ანალიზი მათი სირთულის ხარისხისა და სანდოობის საბოლოოდ დადგენის მიზნით, (6) კითხვები კიდევ ერთხელ განიხილება პედაგოგებთან ერთად, (7) გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ დადგინდება საგამოცდო ტესტის კითხვების ტიპები, სახეები, ტესტის ფორმატი და შეფასების სქემა.
    წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ტესტი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9