A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აგა აგე აგი აგო აგრ

აგონია

  1. ბერძნ. agōnia – ბრძოლა
    სიკვდილისწინა მდგომარეობა ორგანიზმისა;
    სულთმობრძავის მდგომარეობა.
    იხ. აგრეთვე: რეანიმაცია
    წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.
  2. ლიტ.მცოდნ.
    სიცოცხლის დასასრუღის მოაbლოება, სულთმოძრავის განცდა-განწყობილება. მართალია, ეს ტერმინი არაა ლიტერატურული და არც ხელოვნებისმცოდნეობას განეკუთვნება, მაგრამ ხშირად იკავებს ადგილს აღნიშნულ სფეროებში.

    იგი იხმარება პოეზიასა და ღიტერატურისმცოდნეობაში როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამ თეალსაზრისით საყურადღებო მხატვრული ფაქტია ვალერიან გაფრინდაშვილის ორსტროფიანი ლექსი:


    ო რა ხშირია ანტრაქტები და რა ხანგრძლივი
    ვერ მოვესწრები ფარდის ახდას ასე მგონია
    უბაირაღო მარტოობას მე აღარ ვჩივი
    მაგრამ მთავრდება მოლოდინის ყრუ აგონია
    დავტოვებ პარტერს და სცენაზე გადავალ კმარა
    მე თვით სიკვდილთან ვითამაშებ ამ მოქმედებას
    მე საიქიოს კულისებში გადავალ ჩქარა
    ჟინიან ფარდას სასურველი ცეცხლი ედება

    ან კიდევ,

    „მინდოდა შემეღო ლუქსემბურგის პარკში, მენახა შემოდგომის აგონია (გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა „დიონისეს ღიმილი“)

    წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9