A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კონკორდატი

პოლიტ.
ლათ. concordatum – თანახმა ვარ
რომის პაპის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ სახელმწიფოში და მის მიმართებას ვატიკანთან. ეს ტერმინი სხვა კონტექსტში შეიძლება გამოყენებული იყოს ძირითადად „შეთანხმების“ აღსანიშნავად. ასეთია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კ., რომელშიც განსაზღვრულია მათი ურთიერთდამოკიდებულების უმნიშვნელოვანესი საკითხები. კ. შეიძლება შეგვხვდეს არა ეკლესიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის აღმნიშვნელად, არამედ წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობითაც. ასე მაგ., მოიხსენიებენ შვიდი შვეიცარიული კანტონის კ-ს (1832), რომელსაც მიზნად ჰქონდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, ქვეყნის ცენტრალიზაცია და ა.შ.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9