ლათ. agitatio – აღძვრა, ამოძრავება. ზეპირი ან ბეჭდვითი მოღვაწეობა, რომლის მიზანია მოახდინოს ზეგავლენა ფართო მასების შეგნებასა და განწყობილებაზე, დარაზმოს ისინი გარკვეული საზოგადოებრივ - პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად.
წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.