A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მოდერნიზმი

ფრანგ. moderne – უახლესი, თანამედროვე
მიმდინარეობა ხელოვნებაში, კულტურასა და არქიტექტურაში, რომელიც აღიარებს განმანათლებლობის ეპოქის შეხედულებებს პროგრესის შესახებ და რომელიც განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ფორმის ფუნქციონალობაზე. მ. გარკვეულად ეწინააღმდეგება კულტურის პოსტმოდერნისტულ ფორმებს. მ-ისათვის დამახასიათებელი თავისებურებებია: აქტიურობა, დინამიზმი, ენთუზიაზმი, მოძრაობის წყურვილი, შეურიგებლობა (ბრძოლა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ), მერყეობისა და დაეჭვების გარეშე ტრადიციული ბარიერების გადალახვა, საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების ათვალწუნება და იგნორირება, ახალგაზრდობისა და სიახლის კულტი, მომავლისადმი სწრაფვა.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9