A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრაიბალიზმი

  1. ინგლ. Tribalism
    ტომობრივი დაპირისპირება, ტომთაშორისი შუღლი, ტომთა მისწრაფება განცალკევებისაკენ. ტ თავს იჩენს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ტომობრიცი დაყოფა (ძირითადად აფრიკაში) ტ-ს მოხერხებულად იყენებდნენ კოლონიზატორი ქვეყნები და ტომთა ერთმანეთთან დაპირისპირებით აღწევდნენ თავიანთთვის სასურველ შედეგს. დღესაც ტ მნიშვნელოვანი იარაღია გარეშე ძალებისათვის. ზოგჯერ მან შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა (მაგ., რუანდაში ორი ტომის - ჰუტუს და ტუტსის - დაპირისპირებამ 1994-1996 წლებში მილიონამდე ადამიანის სასიცოცხლე შეიწირა). ტ-ის გადმონაშთები შეიმჩნევა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც. კერძოდ, არჩევნების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მხარს უჭერს ამა თუ იმ პიროვნებას მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მათი კუთხის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია.
    წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. 1. საზოგადოების ტიპი, რომელიც წინ უსწრებდა პრიმიტიული სახელმწიფოს წარმოშობას. ეს საზოგადოება თავს მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენდა და მის წევრებს შორის არსებობდა სისხლით ნათესაობა.
    2. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ბატონობს ნეპოტიზმი, ჩამოყალიბებულია და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს ამა თუ იმ გვარების პოლიტიკურ ბატონობას.
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9