A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მონასტერი

ინგლ. cloister; abbey - კათოლიკური; monastery - მამაკაცების; nunnery - ქალთა
ბერძნ. monasterion – განმარტოებული ადგილი
ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ბერებისა და მონაზვნების თემი, რომელსაც მიღებული აქვს ცხოვრების ერთიანი წესი. ქრისტიანობაში მამაკაცთა და ქალთა მონასტრები, როგორც წესი, ცალ-ცალკე არსებობს. ქრისტიანული მონასტერი პირველად ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტიბენისში (ეგვიპტე). ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, საქართველოში პირველი მონასტერი დაარსებულა ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთში. VII-X საუკუნეებში დიდი სამონასტრო მშენებლობა მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით ცნობილია მარტყოფის, ზედაზნის, შიომღვიმის, ალავერდის, იყალთოს, სამთავისის და სხვა მონასტრები.
იხ. აგრეთვე: აბატი
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9