A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ ჰეჯ

ჰეგემონიზმი

სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ან რეგიონალურ ბატონობას, სხვა ქვეყნების დამორჩილებასა და მათთვის საკუთარი ნება-სურვილის თავს მოხვევას. ჰ. არ გულისხმობს სხვა ქვეყნის აუცილებლად ომით დამორჩილებას და ერთი რომელიმე სახელმწიფოს ჰეგემონიის მაინცდამაინც ძალის გამოყენებით დამყარებას. მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ამა თუ იმ სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოცემული ქვეყანა ჰეგემონი გახდეს - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია მას უკარნახოს საკუთარი ნება-სურვილი სხვა ქვეყნებს.
იხ. აგრეთვე: ჰეგემონია
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9