A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თეა თევ თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეს თეტ

თეოკრატია

სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომოლის დროსაც ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა ან ეკლესიის მეთაურთა ხელში. თ-იული სახელმწიფოები უძველეს დროშიც არსებობდა. ასე მაგ., ძველ იუდეაში ძვ.წ. V-I საუკუნეებში მთელი ძალაუფლება უმაღლესი ქურუმის ხელში იყო თავმოყრილი. ცნობილია, აგრეთვე, XVIIს-ში პარაგვაიში იეზუიტების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო, იმამ შამილის მმართველობა ჩეჩნეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელმაც ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაუწია მეფის რუსეთი არმიას XIX საუკუნეში კავკასიის დაპყრობისას; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიერთებამდე დალაი ლამა (ლამას სასულიერო პირთა თავი) ტიბეტის საერო ხელისუფლებასაც ხელმძღვანელობდა. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური - პაპი ერთდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. თუმცა დღეს მთლიანობაში თ. ისტორიულ ანაქრონიზმად შეიძლება ჩაითვალოს, ირანის „ისლამურმა“ რევოლუციამ 70-იანი წლების ბოლოს დაგვანახა ფაქტობრივი ხელისუფლების შიიტთა სასულიერო პირთა ხელში გადასვლის მაგალითი, რომელსაც აიათოლა ხომეიინი ედგა სათავეში. თ-იულ ტენდენციებს თან ახლავს მოქალაქეთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რელიგიური რეგლამენტაცია.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9