A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მუე მუზ მულ მუნ მურ მუს მუტ მუშ

მულტიმედია

ინგლ. multimedia, multi – ბევრი + media - medium – საშუალება
(ინფორმატიკა) სხვადასხვა ინფორმაცია შემცველზე სხვადასხვაგვარ მონაცემთა ტიპების (ტექსტი, გრაფიკა, ილუსტრაცია, ვიდეო– , აუდიო– , ანიმაცია და სხვა) ინტეგრაცია – ინფორმაციის ასახვის კომპიუტერულ-ორიენტირებული მეთოდები. სხვადასხვა სახის ინფორმაციის კომპლექსები შეიძლება შეინახოს კომპაქტ-დისკზე ან განთავსდეს ინტერნეტში, ლოკალურ ქსელში. სხვადასხვა ინფორმაცია მულტიმედიის პროდუქტად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი (მაგალითად ტექსტი, ხმა, ანიმაცია) კომბინირებულია ერთ CD-ROM-ზე ან განთავსებულია ინტერნეტში, ლოკალურ ქსელში და ერთმანეთთან უთიერთკავშირში არიან. მულტიმედიის პროდუქტს წარმოადგენს ინფორმაციის ელექტრონულ და ნაბეჭდ საშუალებათა შეთავსებაც. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინფორმაციის გადაცემის ჰიბრიდულ ფორმასთან, ანუ სხვადასხვა ინფორმაციაშემცველთა კომბინაციასთან (მაგალითად წიგნი + CD-ROM, ინტერნეტი – CD-ROM, ინტერნეტი + ბეჭდვა).
წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9