A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პრა პრე პრი პრო

პროტესტანტი/პროტესტანტობა

რელიგ.
იტალ. Protestante/Protestantesimo
ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან protesta (protestatio), „პროტესტი“: 1529 წლის 19 აპრილს გერმანიის მთავრებმა და ლუთერულმა ქალაქებმა შპაიერის II კრებას წარუდგინეს პროტესტი კარლოს V-ისა და „სახელმწიფოთა“ უმრავლესობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, განეხორციელებინათ 1521 წლის 8 მაისის ვორმსის ედიქტი. ეს ედიქტი ლუთერისა და მის მიმდევართა იმპერიიდან განდევნას, ხოლო სავალდებულო სახელმწიფო რელიგიად რომის კათოლიკური სარწმუნოების გამოცხადებას გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ტერმინი „პროტესტანტული“ ლუთერის რეფორმის შედეგად კათოლიკე ეკლესიის გარეთ შექმნილ ყველა ეკლესიაზე გავრცელდა. ესენია: ლუთერული, კალვინური, ცვინგლიელთა და ანაბაპტისტური ეკლესიები. ამჟამად ეს ტერმინი რეფორმისტული მოძრაობის შედეგად წარმოშობილ მოძღვრებათა და ინსტიტუციათა მემკვიდრეობის ერთობლიობას აღნიშნავს. ამასთან, საკმაოდ რთულია პროტესტანტობის არსის ერთი უკამათო ფორმულით გადმოცემა, რადგანაც ეს დანაწევრებული და მრავალფეროვანი რეალობაა. ამ დანაწევრებას და მრავალფეროვებას ადასტურებს, სწორედ პროტესტანტობის წიაღში ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფების გარდა, პრესბიტერიანელთა, მეთოდისტთა, ბაპტისტთა, კვაკერთა, ორმოცდაათიანელთა, ადვენტისტთა და სხვა ჯგუფების არსებობა. ლუთერის მოწაფის, მელანხტონის აზრით, თეოლოგიური თვალსაზრისით, პროტესტანტულ რეფორმას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად: საღმრთო წერილის უმაღლესი ავტორიტეტის ფორმალური პრინციპი და რწმენის მეშვეობით გამართლების მხოლოდ ღმრთის მადლით მიღების მატერიალური პრინციპი. მათი ცალმხრივი გაგება კათოლიკობასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და გამიჯვნის მიზეზად იქცა.
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9