A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ათა ათე ათლ

ათაბაგი

თურქ. ata-მამა, beg-ბატონი
სელჯუკთა სულტნის აღმზრდელისა და მეურვის ტიტული. სულთნის კარზე უდიდესი გავლენის მქონე პირი. სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ თაბაგი დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა ან მხოლოდ საპატიო ტიტული; ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში – მხედარმთავარი. ათაბაგი უფლისწულს ასწავლიდა სამხედრო საქმეს და პასუხისმგებელი იყო სამართავად მიცემული ოლქის მართვაზე; მის ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სელჯუკთა უფლისწულის კონტროლი და მისგან შესაძლო სეპარატიზმის აღკვეთა. ამდენად, თაბაგს ეკუთვნოდა პასუხისმგებლობა დინასტიისა და სახელმწიფოს დაცვაზე.

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პირველი ათბაგი იყო დიდი სელჯუკი სულტნების ალფ-არსლანის (1063-1072) და მალიქ-შაჰის (1072-1092) ვაზირი და აღმზრდელი სპარსელი ნიზამ ალ-მულქი. მის შემდეგ ათაბაგობა ეძლეოდა მხოლოდ თურქ სამხედროებს და ამირებს სულტნის უახლოესი გარემოცვიდან. XII ს-ის დასაწყისის შემდგომი ხანებიდან დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად ათაბაგები მათ მეურვეობაში მყოფი სელჯუკი უფლისწულების კონტროლის გზით უკვე ცდილობდნენ სულტნებზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და თავიანთი სამფლობელოების სრული დამოუკიდებლობის მიღწევას, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლაში.
წყარო: ბიბლიოვიკი ათაბაგი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9