A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
იაგ იამ იაპ იარ იას იაშ იახ

იაშვილი პაოლო (1894-1937)

დაბადების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა არგვეთი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს იგი პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები". 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ–მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ბეჭდავდა წერილებსა და თარგმანებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. ქართველ მწერალთაგან პირველია, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი პაოლო იაშვილი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9